Monday 28 October 2013

ტრენინგის  მეოთხე  დღე.

    ტრენინგის  მსვლელობის   დროს  უკეთ  დავამუშავეთ  საკითხავი  მასალა. მეოთხე  დღეს  ყველაზე  საინტერესო  მომზადებული  ბუკლეტების  დრაივზე  განთავსება  იყო.  ამ  საკითხთან  დაკავშირებული  ბევრი  რამ  აგვიხსნა  ტრენერმა.  
     მივიღეთ  დავალება  შემდეგი  ტრენინგისთვის:  ნაწილობრივ  დამუშავებული პროექტის  სლაიდების  მომზადება და პრეზენტაციის  გაკეთება.  ვფიქრობ,  საინტერესო  ტრენინგი  გველოდება.



წიგნი  ჩვენი  ცხოვრების  მეგზურია

Sunday 27 October 2013

ტრენინგის  მესამე  დღე


     ვფიქრობ, ტრენინგი  უფრო და  უფრო  საინტერესო  ხდება. ვამზადებთ პორტფოლიოს და პროექტზე  მუშაობა საკმაო  ძალისხმევას  მოითხოვს,  თუმცა  კი  საჭიროა.  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  საკითხების  მომზადება საინტერესო  აღმოჩნდა.  ტრენინგის  მსვლელობაში  მრავალი  საკითხია,  რომლებიც  აუცილებლად  გვჭირდება  და  უნდა  ვიცოდეთ,   ტრენერი  გვეხმარება,  რომ  გაუგებარი  არ  დარჩეს  საკითხი.  მადლობა  ტრენერს.

ბუკლეტი ჩემი პროექტისთვის

ბუკლეტის  სანახავად  გადადით  ბმულზე

Sunday 20 October 2013

მეორე  დღე.



ინტელ-ტრენინგის  მეორე  დღის  რეფლექსია


   

 მეორე  დღე  უფრო ნაყოფიერი და საინტერესო იყო,  რადგან ვიმუშავეთ ბლოგის გვერდში. გავეცანით მახასიათებლის  ჩეკლისტს, სტატიის  მომზადების წესსა  და  ფორმას, გავეცანით  ბუკლეტის  თავისებურებასა  და  დანიშნულებას  და  ინტელში  განთავსებულ მზა პროდუქტს. ტრენერის  სასუალებით განვიხილეთ  საჭირო მასალები,  რის  შემდეგაც  მივიღეთ  დავალება.


პროგრამა




Saturday 19 October 2013

პირველი დღე

ინტელ-ტრენინგის პირველი დღის  შეფასება.

    ტრენინგის  პირველი  დღე  საინტერესოდ  დაიწყო.  ტრენერის  გაცნობის  შემდეგ  გავეცანით  დღის  სამუშაო  გეგმას.  საინტერესო  და  ნაყოფიერი  იყო  სამუშაო.  მიუხედავად  იმისა,  რომ  ბევრი  რამ  ციცოდით,  ბევრიც  უცნობი  იყო.    გავეცანით  პროექტით  სწავლების  თავისებურებას,  მოდულის  საკვანძო  საკითხებს. შევქმენით  პორტფოლიო,  რომელიც  შედგებოდა რიგი  საკითხებისაგან.   მთელი  დღის  სამუშაოთი  დავრჩი  კმაყოფილი.