Thursday, 21 November 2013

ტრენინგის  შემდეგ


    ტრენინგი  დავამთავრეთ  და  თითქოს  დამწყდა  კიდეც  გული,  რადგან  იმდენი  რამ  ვისწავლე  ამ  ხნის  განმავლიბაში,  რომ  მინდა  კიდევ  გაგრძელდეს  დიდხანს.  ახლის  შეცნობა  ხომ  არასოდეს  სრულდება.  მინდა  მადლობა  გადავუადო  ტრენერს  დათო  ჯანიაშვილს,  ვფიქრობ,  საუკეთესო  ტრენერია,  რადგან  ყველას  მიმართ  გულისხმიერი  და  ყურადღებიანია,  ყველა  კითხვაზე  პასუხობს  და  ცდილობს,  გაუგებარი  არაფერი  დარჩეს. მადლობა  პირველი  ჯგუფის  მონაწილეებს,  თქვენ  საუკეთესო  პედაგოგები  ხართ.

Tuesday, 5 November 2013



ტრენინგის   მეექვსე  დღე


      ტრენინგი  დასასრულს  უახლოვდება  და  პროექტიც  სრულყოფილ  სახეს  იღებს.  ჩვენ  მიერ  გაკეთებული  პრეზენტაციები  წინაპირობა  იყო  იმისა,  რომ  პროექტი  საინტერესო  იქნებოდა. პრეზენტაციები  განვათავსეთ  ბლოგზე.  ტრენერმა  გვთხოვა, დაგვეკომენტარებინა  კოლეგების  ნამუშევრბი.  მივიღეთ  დავალება  ტრენინგის  შემდეგი  მეცადინეობისთვის.  

ტრენინგის   მეხუთე   დღე  


    ტრენინგის  მეხუთე  დღეც  საინტერესოდ  დაიწყო.  ნაბიჯ–ნაბიჯ  ვსწავლობთ  პროექტის  პორტფოლიოს  წარმოებას.  სამუშაო  შრომატევადი,  მაგრამ  საინტერესოა.  დარდა  პორტფოლიოს  წარმოებისა,  ბევრ  საინტერესო  საკითხებსაც  გავეცანით,  ვფიქრობ,  მუშაობის  დროს  გამოგვადგება.  ჩემ  მიერ  დამუშავებულ  პროექტს  აუცილებლად  განვახორციელებ  კლასში.